All for Joomla All for Webmasters

ხუთოსანი შვედეთი

ზოგიერთი ბურთიანი სახეობისგან განსხვავებით ხელბურთში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე უკლებლივ ყველა ადგილი თამაშდება და გუნდებიც მას დიდი მონდომებითა და გულისყურით ეკიდებიან.

პორტუგალია-იაპონიის მატჩის შემდეგ და ბრინჯაოს მედლისთვის მატჩამდე შუალედში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთმანეთთან საქმის გასარკვევად შვედები და რუსები დადგნენ. გამარჯვებული მეხუთეადგილოსანი ხდებოდა. სიმართლე ითქვას, V ადგილი ორივე ნაკრებისთვის კარგ მაჩვენებლად ჩაითვლებოდა, უფრო მეტად კი ალბათ მაინც რუსებისთვის.
ფავორიტებად სკანდინავიელები ითვლებოდნენ და პირველი ნახევარიც 13:9 მოიგეს, მაგრამ თითქოს ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ უფრო დიდი მოტივაციით რუსები თამაშობდნენ.

ამ ეტაპამდე შვედეთი იაპონიის, რუსეთი კი პორტუგალიის ძლევით მოვიდა. მატჩი ბოლო წამებამდე დაძაბულად წარიმართა და საბოლოოს სკანდინავიელებმა 26:25 იმარჯვეს. ჯერი ჰალბაკი, შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„ჩვენ შინ მეხუთე ადგილით მივემგზავრებით, რაც ამ ეტაპზე მისაღები შედეგია. მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო სამეულში ვერ მოვხვდით, ჩემპიონატი მაინც გამარჯვებით დავასრულეთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017