All for Joomla All for Webmasters

ფილიპ იხა ხელბურთის მომავალ ვარსკვლავებს აკვირდება

ხელბურთის მსოფლიო ვარსკვლავი ფილიპ იხა (ბარსელონა) ახლახანს იყო თბილისში, საქართველოში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ის უკვე 2 დღეა აქ იმყოფება (ოლიმპიური სასახლეში) და ‘ახალგაზრდა ვარსკვლავების’ თამაშს აკვირდება. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს:

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილისში, საქართველოში. რისთვის ჩამოხვედით?
– გმადლობ. როგორც იცით მე მსოფლიო ჩემპიონატს ვადევნებ თვალს და მომავალი თაობის ვარსკვლავებს ვაკვირდები. ჯერჯერობით ძალიან მომწონს აქ ყოფნა და მაქვს შესაძლებლობა ვნახო ახალგაზრდა მოთამაშეები, დავაკვირდე მათ მომზადებას, თამაშს და გამოვიცნო მათი მომავალი.

– საქართველოში პირველად ხართ?
– დიახ, პირველად. რამდენიმე წლის წინ უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი. ახლა პირველად ვარ და მომწონს აქ მაგრამ, მე თითქმის სულ სტადიონზე ვარ, და რისი ნახვაც შევძელი, მხოლოდ სასტუმროს ან ავტობუსის ფანჯრიდან. ხალხი აქ თბილად მექცევა. აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა.

– ოდესმე საქართველოს წინააღმდეგ თუ გითამაშიათ?
– დიახ, ერთხელ. თურქეთში. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიცი რომ ერთხელ შევხვდით.

– რა შეგიძლიათ გვითხრათ ახალგაზრდა გუნდებზე? მოგწონთ მათი თამაში?
– დიახ, აქ მოთამაშეებზე დასაკვირვებლად ჩამოვედი და არა გუნდებზე. სანამ ტურნირი დაიწყებოდა, არ მეგონა ამდენი მოთამაშე თუ ასპარეზობდა. მაგრამ ახლა მოხარული ვარ და ნამდვილად მომწონს მათი თამაში და მათზე დაკვირვებას განვაგრძობ. შესაძლოა მათგან რამდენიმე მომავალში ვარსკვლავად იქცეს.

– ბოლოს კი მაინტერესებს რას იტყვით ვინ გაიმარჯვებს მსოფლიო ჩემპიონატზე?
– მე ვფიქრობ რომ ორ გუნდს აქვს გამარჯვების შანსი. საფრანგეთს და დანიას. მათ იციან როგორ გაზარდონ მოთამაშეები და როგორ ითამაშონ როგორც ერთი შეკრული გუნდი.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017