All for Joomla All for Webmasters

მაშ ასე, გაიცანით – მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები!

Vive la France
ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტი შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.

28:25 – ასეთი ანგარიშით გაიმარჯვეს ერიკ ქუენტინის ბიჭებმა, ჩემპიონტის ყველაზე ლამაზად, ეფექტურად და აზრიანად მოთამაშე ხელბურთელებმა. მათი მეტოქე ასევი კარგი გუნდი, მენდეშ სუარეშის ესპანეთი გახლდათ. მომავალ ჩემპიონებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სწორედ ამ ნაკრებმა გაუწია. ესპანელებს პირველი ტაიმში თამაში მიჰყავდათ კიდეც და რამდენჯერმე სოლიდური სხვაობითაც იყვენენ დაწინაურებულები, მაგრამ ბოლოს ფრანგებმა ჩამორჩენის შემცირება მაინც მოახერხეს. ტაიმი ესპანეთმა მინიმალური სხვაობით – 13:12 მოიგო.

შესვენების შემდეგ საფრანგეთი, ისევე როგორც ჩემპიონატის ყველა წინა შეხვედრისას, გაცილებით მობილიზებული და მოტივირებული გამოვიდა. მათ გოლების გატანა დაიწყეს და მეტოქეს ერთბაშად ხუთი უპასუხო ბურთი მიართვეს. დაწინაურდნენ და ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ერთხელ ესპანელებმა ფრანგების რიცხობრივი უმცირესობით კი ისარგებლეს და 4-ბურთიანი ჩამორჩენა გააბათილეს, მაგრამ მხოლოდ წუთით, მერე და მერე საფრანგეთმა ისევ „აიშვა“ და ხუთი ბურთითაც დაწინაურდა.

მატჩის დამთავრებამდე წუთით ადრე ესპანეთი მეტოქეს 2 ბურთით ჩამორჩებოდა, ბურთს ისინი ფლობდნენ და შეტევისთვის გაემზადნენ, თუმცა რიცხოვნობა დაარღვიეს, მოედანზე ერთი მეტი ესპანელი ხელბურთელი აღმოჩნდა, რაც მსაჯებმაც უმალ შეამჩნიეს და გუნდს ბურთი ჩამორთმევეს. ეს უკვე საფრანგეთის ჩემპიონობის მაუწყებელი იყო. ბოლო გოლი ფრანგების 9 ნომერმა გაიტანა…

კილიან ვილენიმომ, ფრანგების გამთამაშებელმა, ამ შეხვედრაში სულ 13 გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ხელბურთელი, რომელიც ასეთი რანგის მატჩში 13 გოლს გაიტანს ჩემპიონატის საუკეთესოობოს ღირსიც არის. ასეც მოხდა – ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალურმა კომისიამ საუკეთესოდ სწორედ კილიან ვილენიმო დაასახელა. ცხადია, ფრანგთა შორის ფინალური მატჩის საუკეთესოდაც ის მიიჩნიეს, ესპანელთაგან კი 8 გოლის გამტანი მიქალ ზაბალა.

ყველაზე ცოტა გოლი გოლი საფრანგეთის ნაკრებმა ამ შეხვედრაში გაიტანა, თუმც შინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. აკი პირველობასაც სწორედ ეს გუნდი იმსახურებდა.

ერიკ ქუენტინი, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩვენი ერთად დიდი ხანი მივდიოდით ამ მიზნისკენ და მიხარია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა. მადლობა საფრანგეთის ნაკრების თითოეულ წევრს. მადლობა მეტოქეს, რომელმაც ჩინებულად ითამაშა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ ვიმარჯვეთ და ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური იყო.

მივეს სანჩესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: დამწუხრებულები ვართ, თუმცა არც ჩემპიონატის მეორე ადგილი არის ცუდი შედეგი. ფინალი ყოველთვის დაძაბული და სანერვიულო გამოდის, ასე იყო ამჯერადაც. ვფიქრობ, თანაბარი თამაში იყო, თუმცა ბოლოს ჩვენმა დაშვებულმა რამდენიმე შეცდომამ ფრანგებს ჩემპიონობა მოუტანა. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017