All for Joomla All for Webmasters

ოლიმპიური სასახლის დარბაზს ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა

დასრულდა მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ხელბურთში. ფინალური შეხვედრის წინ, რომელშიც ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის გუნდები დაუპირისპირდნენ გაიმართა ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – თბილისის ოლიმპიური სასახლის დარბაზს ლეგენდარული ხელბურთელის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონის ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილი, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ჰასან მუსტაფა, საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და სხვა საპატიო სტუმრები. დაფა თავად ალექსანდრე ანპილოგოვმა გახსნა, ხოლო ტარიელ ხეჩიკაშვილმა იგი სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017