All for Joomla All for Webmasters

დანიის დრამატული ბრინჯაო

ასეთი დრამატული მატჩი მსოფლიო მიმდინარე ჩემპიონატზე არ ყოფილა. როგორ არა, დაძაბულობა და ბოლო წუთზე გარკვეული გამარჯვებული სხვა შეხვედრებშიც ყოფილა, მაგრამ ასეთი ჯერ არ გვინახავს… თანაც ამ შეხვედრას სტატუსიც განსაკუთრებული ჰქონდა, შეხვედრა ხომ მსოფლიოს მესამე გუნდის წოდებისთვის იყო.

არადა, მატჩი ისე დაიწყო, გამარჯვებულის ვინაობა თითქოს უპრობლემოდ უნდა გარკვეულიყო. დანიელები პირველსავე წუთზე ორი ბურთით დაწინაურდნენ და თამაშიც მეორე ტაიმის 21-ე წუთამდე მშვიდად მიჰყავდათ. ხორვატები ჩამორჩენას კი ამცირებდნენ, მაგრამ გათანაბრებას ვერ ახერხებდნენ. მატჩის დამთავრდებამდე 10 წუთით ადრე კი ხორვატებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, წუთშივე დაწინაურდნენ კიდეც – 27:26.

მატჩის ბოლომდე თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა. ორი წუთით ადრე დანია ორი ბურთით ისევ წინ გაიჭრა, მაგრამ შეუპოვარი ხორვატები, ცხადია, არ დანებდნენ და ანგარიში ისევ გაათნაბრეს… შეხვედრის ბოლო წუთზე ტაბლოზე 29:29 ციმციმებდა. ბურთი დანიელების იყო. გადამწყვეტი შეტევა მათმა საუკეთესო მოთამაშე ემილ ლარკემ წამოიწყო და დაამთავრა კიდეც, მაგრამ უფრო კარგად ხორვეტების მეკარემ ითამაშა.

თანაბარი ანგარიში, მატჩის დამთავრებამდე 35 წამი და ბურთი ხორვატიას… ეს ბურთი კი საფინალო სერენამდე 8 წამით ადრე ხორვატებმა მოულოდნელად დაკარგეს. მათიას გიდსელმა იდროვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა. ხორვატებმა ბურთის კარიდან გამოტანა ვერ მოასწრეს, სერენის ხმაც იქვე გაისმა… 19-წლამდე დანიელები მსოფლიოში მესამენი არიან

ლუკა პანზა, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი: ვფიქრობ, მაყურებლმა ისიამოვნა. კარგი და დაზაბული მატჩი გამოვიდა. შესვენების შემდეგ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ბოლოს აღარ გაგვიმართლა.

კლაუს ჰანსენი, დანიის ნაკრების მწვრთნელი: ფანტასტიკური თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი მიისწრაფვოდა მესამე ადგილისკენ. კარგი იქნებოდა ბოლო წუთებს სამ-ოთხ ბურთიანი სხვაობით შევხვედროდით, მაგრამ არ გამოგვივიდა და ბოლოს საქმე სანერვიულოდ გაგვიხდა. კარგია, რომ მესამე ადგილი ბოლოს ჩვენ დაგვრჩა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017