All for Joomla All for Webmasters

საქართველო მეოცეა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.
მასპინძელმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ბოლო მატჩი დღეს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართა. როგორც იცით ჯგუფიდან დასანანად ვერ გასვლის შემდეგ, როდესაც ჯგუფის ბოლო მატჩი ჩილესთან დავთმეთ, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის თასზე გადაერთო და ნახევარფინალში ძლიერ ნორვეგიასთან დამარცხდა, შესაბამისად მეორე ½ ფინალი წააგო სამხრეთ ამერიკულმა გუნდმაც და ორივეს ისღა დარჩენოდათ ერთმანეთში 19-20 ადგილების დამკავებლის ვინაობა გაერკვიათ.
წინა მიმოხილვებში ვწერდით, რომ ბრაზილია ტურნირის მსვლელობასთან ერთად თამაშის ხარისხსაც რომ აუმჯობესებდა. მათ მარტივად არცერთი მატჩი არ დაუთმიათ და ოდნავ მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ ვინძლო პლეიოფშიც გაეღწიათ. ამჯერად კი მათ 19-ე ადგილით დაკმაყოფილება მოუწევთ.
მოკლედ, საქართველოს 19 წლამდე ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს დასრულდა. ბექა ორჯონიკიძის შეგირდებმა მე-20 ადგილი დაიკავეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს.
„მომქანცველი ტურნირია და ჩემი გუნდიც დღეს გადაღლილი იყო, თუმცა გამარჯვება მაინც შევძელით. მოიგო იმან, ვინც მეტი გოლის გატანა მოახერხა და დღეს ეს ჩვენ შევძელით“ – განაცხადა ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვაშინგტონ სილვამ.
„ბევრი ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. რა თქმა უნდა მოგება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. ალბათ საკმარისად მზად არ ვიყავით“ – ასეთია საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, მატჩის საუკეთესო მოთამაშის გიორგი ლაპიაშვილის მატჩისშემდგომი კომენტარი.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017