All for Joomla All for Webmasters

ნორვეგია შინ პრეზიდენტის თასით ბრუნდება

პრეზიდენტის თასის გათამაშების ფინალში ერთმანეთის პირისპირ ნორვეგიისა და სერბეთის გუნდები წარსდგნენ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნორვეგიელებისგან უფრო მეტის მოლოდინი იყო, ვიდრე მე-17 ადგილისთვის თამაშია და არა გვგონია მათი გულშემატკივრები ამ შედეგით კმაყოფილნი იყვნენ. აი, სერბებმა კი ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალონ. ჯგუფურ ეტაპზე არცთუ ისე ძლიერ რუსეთთან რომ არ წაეგოთ უფრო მაღალი ადგილისთვის ბრძოლა შეეძლოთ.

ასეა თუ ისე, ამჟამინდელი მოცემულობით ნორვეგია და სერბეთი ერთმანეთში მეჩვიდმეტე ადგილოსნის ვინაობას არკვევდნენ. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიუხედავად ნორვეგიელთა არცთუ ისე დამაჯერებელი თამაშისა წყვილში ფავორიტად მაინც ისინი ითვლებოდნენ.

ნორვეგიელებმა საკუთარი გულშემატკივრებისთვის ერთგვარი რეაბილიტაცია სწორედ პრეზიდენტის თასის მოგებით მოახერხეს. მატჩი, რომელიც პირველიდან ბოლო წუთამდე ნორვეგიელთა უპირატესობით მიმდინარეობდა საბოლოოდ მათივე გამარჯვებით 30:25 დასრულდა.

ჯონი, იენსენი, ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელი:
„ოდნავ გადაღლილები ვართ, თუმცა ამ თამაშისთვის მაინც განსაკუთრებულად განვეწყვეთ, რადგან შინ ჯილდოს გარეშე დაბრუნება არ გვსურდა. ეს ის არ არის რატომაც თბილისში ჩამოვედით, მაგრამ პრეზიდენტის თასის მოგებით მაინც კმაყოფილები ვართ“

ვუკ მილენკოვიჩი, სერბეთის ნაკრების მოთამაშე:
„მძიმე თამაში გამოდგა. სამწუხაროა რომ დავმარცხდით, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ მაქსიმუმი გავიღეთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017