All for Joomla All for Webmasters

ტუნისი: აფრიკაში პირველი, მსოფლიოში მეთერთმეტე

აფრიკის 2016 წლის ჩემპიონმა ტუნისის ნაკრებმა პირველობის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მატჩში 36:34 დაამარცხა კორეის ნაკრები და ჭაბუკთა მე-7 მსოფლიო ჩემპიონატი მე-11 ადგილზე დაასრულა. 2009 წლის შემდეგ ტუნისელებმა ამ ტურნირზე საუკეთესო შედეგი აჩვენეს. მაშინ მსოფლიო პირველობას მათ უმასპინძლეს, გუნდი კი მეოთხე ადგილზე გავიდა. მომდევნო ტურნირებში ჩრდილოაფრიკელები მე-18, მე-19 და მე-16 ადგილებზე გავიდნენ.

წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა აზიის შარშანდელი ჩემპიონატის მესამეადგილოსანმა კორეამაც. ორი წლის წინ, რუსეთში, ამ გუნდმა მე-13 ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ კორეელთა საუკეთესო მიღწევა ფინალია. ოქრო მედლებისთვის მათ 2007 წელს, ყატარში, პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე იბრძოლეს, თუმცა სერბეთისა და მონტენეგროს ჯერ კიდევ ერთიან ნაკრებთან დამარცხდნენ.

1/8-ფინალში ტუნისმა პორტუგალიასთან წააგო, კორეელებმა კი ძალიან დაძაბული შეხვედრა დათმეს რუსეთთან. როგორც ჩანს, აზიელები დღევანდელი მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოემზადნენ, რადგან საწყის წუთებშივე დაწინაურებული მეტოქის დაწევა და ანგარიშის გათანაბრება ერთხელაც ვერ მოახერხეს. კორეელთაგან ინუიონგ კიმი, იაე იუნ კიმი და იოსებ ლი უნდა გამოვარჩიოთ, მათ ექვს-ექვსი გოლი გაიტანეს, ტუნისელთა შორის კი მე-4 ნომერი მოჰამედ ამინე დარმული (ხუთი გოლი), ნურედინ მაოუა (ხუთი გოლი) და აჰმედ აბიდი (რვა გოლი) უნდა გამოვარჩიოთ. ამ უკანასკნელს საუკეთესო მოთამაშის პრიზიც გადაეცა. კორეელთაგან საუკეთესო იოსებ ლი გახდა…

„კორეის ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი გუნდია, ელვისებურად ათამაშებენ ბურთს და კარგად მოფიქრებული კომბინაციებითაც გამოირჩევიან… მიხარია, რომ ჩვენმა თავდადებამ შედეგი გამოიღო! პირველივე წუთიდან გამარჯვებისთვის ვიბრძოდით და მადლობა ღმერთს, მივაღწიეთ კიდეც მიზანს“, – ასეთი იყო ტუნისელთა მთავარი მწვრთნელის იესინე არფას მატჩისშემდგომი კომენტარი.

„გუშინდელი დასანანი მარცხის შემდეგ, როგორც ჩანს, ბიჭებს გაუჭირდათ დღევანდელი თამაშისთვის განწყობა… მეთორმეტე ადგილი დავიკავეთ, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, აქ უფრო მაღალი შედეგის ჩვენებას ვგეგმავდით. არა უშავს, წინა ჩემპიონატთან შედარებით პროგრესი

 

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017