All for Joomla All for Webmasters

იაპონური ზღაპარი ესპანეთმა დაამთავრა

დასკვნით ფაზაში შესული მსოფლიოს 19 წლამდე სახელბურთო ჩემპიონატის უდავო აღმოჩენა იაპონიის ნაკრებია. რაც მათ გუშინ მერვედფინალში „იკადრეს“ ბევრ გამოცდილ და თუ გნებავთ გრანდ ნაკრებს გაუჭირდებოდა. როგორი დონის მოწინააღმდეგეც არ უნდა გყავდეს, ხელბურთში აღმოხვრა 7 ბურთიანი ჩამორჩენა და საამისოდ დრო 15-18 წუთი გქონდეს ნამდვილად გმირობის ტოლფასია. ამიტომაც იყო იაპონელები დღეს უფრო ლაღად და თავისუფლად რომ თამაშობდნენ, ვიდრე მათი მეტოქე ესპანეთი. ევროპელები, სახელბურთო საზომით გრანდთა მარაქაში არიან და მათ ქომაგები წაგებას არ აპატიებდნენ, აზიელებს კი პირიქით დასაკარგი არაფერი ჰქონდათ.

ესპანეთი კლასით მეტოქეს აშკარად აღემატებოდნენ. ეს მათ ყოველ მოძრაობასა თუ გადაცემაში იგრძნობოდა. პირველი ნახევარი პირენეელებმა 15:12 მოიგეს და თითქოს მატჩში რაღაც ინტრიგა რჩებოდა, მითუფრო იაპონელთა გუშინდელი სასწაულის შემდეგ.

…მაგრამ სასწაულები ხშირად არ ხდება და იაპონური ზღაპარიც ესპანელებმა დაასრულეს – 32:27.
ესპანელთა მეტოქე ნახევარფინალში ხორვატიის სახით უდავოდ ანგარიშგასაწევი ხორვატია იქნება, რომლებსაც უდაძაბულეს და დრამატულ შეხვედრაში შვედების დასამარცხებლად დამატებითი დროის თამაში დასჭირდათ.

ალბერტო სუარესი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი: „ჩვენ უზომოდ ბედნიერები ვართ. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინა მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგი გავაუმჯობესეთ. თბილისში მოტივირებულნი ჩამოვედით და პროგრამა მინიმუმი საპრიზო ადგილებზე გასვლა დავგეგმეთ. უკვე საუკეთესო ოთხეულში ვართ და იმედია ფინალში თამაშის უფლებასაც მოვიპოვებთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017