All for Joomla All for Webmasters

ბოლოები

მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გუნდების დაპირისპირება სწორედ ისეთი გამოდგა, როგორის მოსალოდნელი იყო – უამრავი ელემენტარული შეცდომითა და მარტივ სიტუაციებში გაცუდებული მომენტებით. თუ რატომ არის ალჟირი ჩემპიონატის უსუსტესი გუნდი, ხოლო მექსიკა მასზე უარესი, სწორედ ეს მატჩი უნდა ეხილა.

მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, ვერც ერთმა მოახერხა თუნდაც სამბურთიანი სხვაობით დაწინაურება, თანაც გოლიდან გოლამდე ხშირად ისეთი პაუზა იყო, ტრიბუნაზე მყოფი მინიმუმ ერთი ამბის მოყოლას მოასწრებდა. თუმცა შიგადაშიგ ისეთი სიხშირით გაჰქონდათ, გოლს თვალს ვერ მოკრავდი… აქვე კი ვთქვათ, რომ მექსიკელმა ლუის ოსკარ ლოიაო ოსტოსმა მატჩში 14 გოლი გაიტანა. პირველი ტაიმი ალჟირმა 10:9 მოიგო, მატჩი კი 27:25 და „საპატიო“ ბოლოსწინა ადგილი დაიკავა, ჩემპიონატის ყველაზე სუსტი გაუნდი კი მექსიკა ყოფილა, რომელიც ბოლო მატჩში საკუთარი, ცხრა მთის იქიდან ჩამოსული ქომაგიგანაც მიიტოვებული აღმოჩნდა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017