All for Joomla All for Webmasters

აქა ამბავი იაპონური ჰიპნოზისა

მერვედფინალში იაპონიასთან სასწაულებრივად დამარცხების შემდეგ ეგვიპტელი ახალგაზრდებისთვის აზრზზე მოსასვლელად ერთი დღე ეტყობა საკმარისი არ აღმოჩნდა. გეხსომებათ, იაპონიამ ეგვიპტეს ჯერ რვაქულიანი ჰანდიკაპი გაუბათილა, მერე კი მატჩიც დაათმობინა. არადა, ეგვიპტე, ყველას მოგვეხსენება როგორი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. ეგვიპტე სლოვენიასთან მე 13-14 ადგილებისთვის გუშინდელ მატჩშიც დაწინაურდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს სლოვენიამ უპირატესობა მოიპოვა, ორი ქულით დაწინაურდა და თამაშიც იქვე დამთავრდა. ტაიმი, რომლის დამთავრდებამდე 5 წუთით ადრე ეგვიპტე 15:14 იგებდა, საბოლოოდ 15:18 სლოვენიელთა სასარგებლოდ დამთავრდა.

მეორე ტაიმში ეგვიპტე უკვე თავის თავს არ ჰგავდა. მათ მობილიზირება გაუჭირდათ და ბრძოლას საბოლოოდ შეეშვნენ. სლოვენიამ საწყის რამდენიმე წუთში კიდევ გაუტანა უპასუხო გოლები მეტოქეს და… ბოლო 15 წუთი უკვე ფორმალობა იყო, შედეგს ორივე გუნდი შეგუებული იყო. საბოლოოდ ევროპელებმა 35:30 იმარჯვა და მსოფლიოს ჩემპიონატის მე-13 ადგილი მოიპოვა. მატჩის საუკეთესოდ სლოვენიელთაგან დომენ ნოვაკი დაასახელეს, ეგვიპტის ნაკრებისგან ალი აჰმედ სამი. მატჩში ყველაზე მეტი გოლი კი სლოვენიელმა ტიმ როზმანმა გაიტანა.

იანეს კლემენჩიჩი, სლოვენიის ნაკრების მწვრთნელი: ხორვატებთან სამწუხარო წაგების შემდეგ გუნდს მობილიზება და ეგვიპტესთან მატჩისთვის შესაბამისად განწყობა გაუჭირდა. კარგია, რომ წინა მატჩებთან შედარებით ეგვიპტესთან უფრო შედეგიანად ვითამაშეთ. ასევე კარგი იყო ჩვენი მეკარე.

მოჰამედ სოლიმანი, ეგვიპტეს ნაკრების მწვრთნელი: იაპონიასთან მარცხის შემდეგ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ. ბიჭებმა სათანადოდ მომზადება ვეღარ შეძლეს. არადა შეგვეძლო, რომ ჩემპიონტის რვა საუკეთესო გუნდში ვყოფილიყავით. ხელბურთელებს მოტივაცია ჰქონდათ დაკარგული, სლოვენიასთან წაგების მიზეზიც ეგ იყო.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017