All for Joomla All for Webmasters

მერვედფინალური ვარჯიში

საფრანგეთის მართლაც კარგმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად კიდევ ერთი დამაჯერებელი ნაბიჯი გადადგა. მათ მეტოქე ამჯერადაც გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს და ხვალისთვის პორტუგალიის ძლევასაც შეეცდება. ჩილე, რომ ფრანგების ტოლ-სწორი ვერ იყო, ეს ამბავი ჩემპიონატის დაწყებისთანავე გაცხადდა, თუმც მერვედფინალში თუ ერიკ ქუინტენის გუნდი კლაუდიო ლირას გაწვრთნილეს 22- ბურთიანი სხვაობით დაამარცხებდა, ბევრი არ ელოდა.

შესვენებამდე თუ ჩილემ მეტ-ნაკლები წინაამდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს და სულ ცხრა ბურთით – 22:13 დამარცხდა, მეორე ტაიმში სამხრეთ ამერიკელები სრულიად მოეშვნენ და ფრანგებმაც შესაბამისად უპასუხეს, რომლებსაც გოლები პანტა-პუნტით გაჰქონდათ. ფრანგებს ერთ მატჩში გატანილი გოლების რეკორდამდე 1 ბურთი დააკლდათ, სამხრეთ კორეას აქამდე 44 გაეტანა. საბოლოოდ საფრანგეთმა 43:21 გაიტანა.

10 – 15 გასატანიც ჰქონდა, მაგრამ რეალური მომენტები ქარს გაატანა. საინტერესო იყო დაახლოებით 5-წუთიანი მონაკვეთიც, როცა ევროპელებმა მეტოქის კარში ზედიზედ 6 გოლი კარიდან ცარიელ კარში გაიტანეს. საფრანგეთიდან ედუარდ კემფმა 8 გოლი გაიტანა და საუკეთესოდაც ის დაასახელეს, ჩილელთაგან კი 6 გოლით რეინალდო გომეს დრაგო გამოირჩა.

ერიკ ქუინტენი , საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი: მსურდა, რომ ბიჭებს ეს მატჩი განსაკუთრებულად ეთამაშათ. ასეც მოხდა. მერვედფინალში გუნდისგან ჯგუფური ეტაპის მატჩებზე უკეთეს ხელბურთს ველოდი და მიხარია, რომ გუნდმა მოლოდინი გაამართლა. ჩვენს გუნდს პროგრესი აშკარად ეტყობა.

კლაუდიო ლირა, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი: ჩვენთვის რთული მატჩი გამოდგა. საფრანგეთს თითქმის ყველა ასპექტში ჰქონდა უპირატესობა. სისწრაფეში და ფიზიკურ მომზადებაში მათ აშკარად დაგვჯაბნეს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017