All for Joomla All for Webmasters

გამარჯვება გამოცდილების ხარჯზე

პლეიაუტის შემდეგ ჯერი პრეზიდენტის თასის გათამაშებაზე მიდგა, რომელშიც მონაწილეობას ჯგუფებში მეხუთე ადგილზე გასულები იღებენ და გამარჯვებული მე-17 ადგილს დაიკავებს.

ნახევარფინალში ბრაზილია-სერბეთს დაუპირისპირედა. თუ სამხრეთ ამერიკელების აქ თამაში ანუ ჯგუფში ჩარჩენა და სანუგეშო ეტაპზე გადმორთვა მეტ-ნაკლებად მოსალოდნელი იყო, ბალკანელთა პლეიოფში ვერ გასვლა გასაკვირი კი იყო.
მიუხედავად ჯგუფიდან ვერ გასვლისა ბრაზილიამ ჩემპიონატის ერთ-ერთი სენსაცია მაინც შემოგვთავაზა, მოუგო რა პორტუგალის. საერთოდაც ბრაზილიელები ტურნირის მსვლელობისას აშკარად პროგრესს განიცდიან და თამაშიდან თამაშამდე უმატებენ, ხოლო სერბებისგან აშკარადის მეტის მოლოდინი იყო.

მატჩის მიმდინარეობა გვიჩვენებდა, რომ ბრაზილიელები უფრო მეტი შემართებით თამაშობდნენ, სერბებს კი თითქოს მოტივაცია აკლდათო. შეხვედრა კი მართლაც დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთამდე გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მოიგო იმან, ვისაც მეტი გამოცდილება ჰქონდა, თორემ გამარჯვებას ჟინის და გნებავთ თამაშის ხარისხის მხრივ ბრაზილიელები იმსახურებდნენ.

27:26 სერბთა სასარგებლოდ და ხვალ პრეზიდენტის თასის ფინალში ნორვეგიას შეებრძოლებიან.
ვლადიცა სპასოევიჩი, სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „ეს იყო ძალიან რთული თამაში, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს. კარგია, რომ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, ხვალ კი ნორვეგიელებთან უფრო ძნელ დაპირისპირებას ველით“

ვაშინგტონ სილვა, ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „სერბეთი სახელბურთო ტრადიციების ქვეყანაა და მათთან თანაბრად თამაში ჩვენთვის უკვე ბევრს ნიშნავს. ბედნიერები ვიქნებოდით მოგვეგო, მაგრამ ბოლოსკენ დაცვაში პრობლემები შეგვექმნა და დასანანად დავმარცხდით. ვეცდებით ხვალ გავიმარჯვოთ და ჩემპიონატი მაჟორულად დავასრულოთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017