All for Joomla All for Webmasters

აი, რატომ წააგო პორტუგალიამ ბრაზილიასთან

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, რომელიც პირველი ადგილის ბედს წყვეტდდა, პორტუგალიამ მოულოდნელად სრულიად უმოტივაციო ბრაზილიასთან დათმო, მესამეობას დასჯერდა და ერთი შეხედვით საქმე გაირთულა. ეს ერთი შეხედვით, თორემ, აგერ, მერვედფინალში ტუნისს გადაეყარა და ისე დაამარცხა, სულ კუდით ქვა ასროლინაო, როგორც იტყვიან. რიკარდუ სანტუშის შეგირდები თავიდანვე მობილიზირებულები წარდგნენ მეტოქის წინააღმდეგ და საბოლოოდ ისინი 9-ქულიანი უპირატესობით დაამარცხეს.

ნგარიშში სხვაობა კი მატჩის სრულ სურათს არ ასახავს, მთელი შეხვედრა სწორედ პორტუგალიელთა კარნახით მიმდინარეობდა. მათ ორივე ტაიმში 17-17 გოლი გაიტანეს, ამათგან რვა კი გონსალო ვეირას ანგარიშზე მოდის. ბოლოს ის დაასახელეს კიდეც თავისი გუნდიდან მატჩის საუკეთესოდ.

პორტუგალია მე-9 წუთისთვის 6:1 იგებდა, თუმცა ტუნისელებმა ერთი გაიბრძოლეს და 21 – ე წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, მომდევნო შეტევის შემდეგ კი დაწინაურდნენ კიდეც – 11:10. ეს იყო და ეს, რაც ტუნისმა მოახერხა. მერე პორტუგალია თავიდან „დაიქოქა“ და მეტოქეს ერთმანეთის მიყოლებით გაუტანა. ტაიმის ბოლოს მათ სასარგებლოდ ტაბლოზე 17:14 დაფიქსირდა.

პორტუგალიამ მეორე ტაიმის დებიუტშივე კიდევ რამდენიმე უპასუხო გოლი გაუტანა ჩრდილო-აფრიკელებს და საქმეც პრაქტიკულად მაშინ მოამთავრა. მერე გუნდებმა რამდენბიმე გოლი გაცვალეს და ამასობაში დროც ამოიწურა – საბოლოოდ პორტუგალიამ, რომელმაც ბრაზილიასთან ჯგუფში წაგებით, გავიმეორეთ, თითქოს საქმე გაირთულა, აღმოჩნდა რომ პირიქით, მერვედფინალში იოლად 34:29 იმარჯვა.

მეოთხედფინალში გასული პორტუგალია მომავალ მეტოქეს საფრანგეთი – ჩილეს წყვილში გამარჯვებულს დაელოდება. ამათ შორის მოგებულის გამოცნობა კი მთლად საძნელო საქმე არ უნდა იყოს.

რაიდ ბედოული, ტუნისი ნაკრების მწვრთნელი: კარგი გუნდის წინააღმდეგ ჩვენთვის თამაში ძალიან რტლი გამოდგა. მეტოქემ ალალად დაიმსახურა მოგება. ჩვენ დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით, მეტოქეს ბევრი გოლი გავატანინეთ, რამაც განაპირობა კიდეც მათი გამარჯვება.

რიკარდო სანტუში, პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი: კარგი, რომ მოვიგეთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. ვეცდებით, მეოთხედფინალშიც ისევე კარგად ვითამაშოთ, როგორც დღეს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017