All for Joomla All for Webmasters

ხორვატია სლოვენიის წინ არგენტინამ ავარჯიშა

ბრაზილიასთან პორტუგალიის მოულოდნელი მარცხით შეგულიანებულმა ხორვატიამ არგენტინასთან საქმე საწყის ხუთ წუთშივე მოამთავრა. სამხრეთამერიკელები 8:0 დაწინაურდნენ და რა უნდა მომხდარიყო ჯგუფის აუტსაიდერს ერთ-ერთ ლიდერთან ასეთი სხვაობა გაებათილებინა?! სენსაცია აღარ მოხდა. ხორვატიამ, როგორც დაიწყო თამაში ისეთივე რიხით ჩაამთავრა და 31:19 მოიგო. საინტერესოა, რომ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკურმა კომისიამ ორივე გუნდიდან საუკეთესოებად მეკარეები დაასახელეს. ვლადიმერ გოსიჩმა და სანტიაგო ჯიავანოლამ მართლაც ჩინებულად ითამაშეს და მათი დამსახურებაც არის, რომ ანგარიში მოსალოდნელზე შედარებით მწირი გამოვიდა.

მერვედფინალში ხორვატია სლოვენიას დაუპირისპირდება, ხოლო არგენტინა ფლეი აუტში მექსიკას შეხვდება.

სანტიაგო ჯიავანოლა, არგენტინის ნაკრების მეკარე: კარგად დავიწყეთ, მაგრამ გამოცდილება აღარ გვეყო და ძლიერ მეტოქესთან დავმარცხდით. საწყენია, რომ დავმარცხდით, მაგრამ ჩვენ მაინც ბოლომდე ვიბრძოლეთ.

ლუკა პანზა, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი: მთელი მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. კარგად ვითამაშეთ, აზრიანად ვუტევდით და დაცვაშიც მინიმალური შეცდომა გვქონდა. ამწუთიდან მომზადებას მერვედფინალისთვის ვიწყებთ, სლოვენიის სახით სერიოზული მეტოქე გვყავს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017