All for Joomla All for Webmasters

შვედეთმა მეტოქედ მეზობელი გამოგვიგზავნა

მეშვიდე სათამაშო დღე და საერთოდ ჯგუფური ეტაპი A ჯგუფის მატჩით დაიხურა, სადაც ერთმანეთის პირისპირ შვედეთი და ბაჰრეინი წარსდგნენ.

ამ ჯგუფში ბოლო ტურამდე ჩახლართული სიტუაცია იყო და ექსვივე ნაკრები ინარჩუნებდა პლეიოფში გასვლის შანსს. დღის მანძილზე A ჯგუფში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით ისე მოხდა, რომ შვედეთისა და ბაჰრეინის დაპირისპირებამ სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. მოგებული მეოთხე ადგილამდე ღზევდებოდა, რაც თავისთავად მერვედფინალის გარანტირებულ ბილეთს იძლეოდა. ამიტომაც იყო საწყისი 20 წუთი ორივე გუნდი მაქსიმალურად რომ ფრთხილობდა და მეტწილად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ამის დასტურად ანგარიშიც გამოდგება. მეოცე წუთისთვის ტაბლოზე 9:5 კიაფობდა შვედთა სასარგებლოდ.

წყვილის უდავო ფავორიტებად სკანდინავიელები მოიაზრებოდნენ და მათ საკუთარი გულშემატკივრის იმედები ბოლომდე გაამართლეს. პირველი ტაიმი მათ 13:7 მოიგეს და ნათელი გახდა, რომ ისინი მათზე გაცილებით სუსტ მეტოქესთან ასეთ შანსს ხელიდან აღარ გაუშვებდა.

მეორე ნახევარში მატჩის სცენარი არ შეცვლილა და ამ მოსაწყენ, დუნე და უფანტაზიო თამაშში დასადგენი მხოლოდ საბოლოო ანგარიში გახლდათ. მატჩი კი 28:20 დასრულდა შვედთა სასარგებლოდ და მერვედფინალში გავიდა, სადაც მათი მოწინააღმდეგე ისლანდიის ნაკრები იქნება.

რაც შეეხება პრეზიდენტის თასს, აქ ნორვეგიამ გადაინაცვლა და საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება პრეზიდენტის თასის ნახევარფინალში.

ჯერი ჰალბაკი, შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ მოვიგეთ და პლეიოფში გავედით. პოზიტიური მხარე ჩვენი იქ იყო, რომ შეტევაში კარგად გამოვიყურებოდით და იმდენი გოლი გავიტანეთ, რაც მოსაგებად საკმარისი იყო“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017