All for Joomla All for Webmasters

ტუნისმა სერბეთი ადვილად მოინელა

დ ჯგუფში, გ ჯგუფის მსგავსად ყველაფერი ნაადრევად გაირკვა და ბოლო ტურის შეხვედრები სრულ ფორმალობად იქცა. მექსიკას რომ მიზერული შანსებიც არ ჰქონდა ეს ჩემპიონატის დაწყებამდეც ნათელი იყო, მაგრამ სერბეთისგან გაცილებით მეტს მოველოდით. ბალკანელებისთვის დამღუპველი მეორე ტურში რუსეთთან მარცხი გამოდგა და როგორც შემდგომ გამოჩნდა სწორედ ეს გახდა უმთავრესი მიზეზი მათი ჯგუფში ჩარჩენისა.

სხვა შემთხვევაში ტუნისი სერბეთი ალბათ საინტერესო საყურებელი მატჩი იქნებოდა, მაგრამ როდესაც გუნდები სახელბურთო პარკეტზე უმოტივაციოდ გადიან ძნელია მათ თავგანწირული თამაში მოსთხოვო. სერბებს რაც არ უნდა ექნათ და რა ჰანდიკაპითაც არ უნდა მოეგოთ ეს მატჩი მაინც არაფერი შველოდათ და ნებისმიერ შემთხვევაში მეხუთე ადგილზე რჩებოდნენ, ხოლო ტუნისი კი წარმატების შემთხვევაში ინარჩუნებდა შანსს პლეიოფში პირველადგილოსნის რანგში გასულიყო.

აღნიშნულ შეხვედრაში სათქმელ-დასაწერი ბევრი არაფერი ყოფილა და ამ უინტერესო მატჩში საბოლოოდ ტუნისმა 37:27 იმარჯვა.ტუნისელთაგან საუკეთესო მოთამაშედ ნომერი 21 აზიზ მოჰამედ აიდი, ხოლო სერბთაგან მეკარე ტოდორ იანდრიჩი დაასახელეს.

მოკლედ, ტუნისი მერვედფინალშია და მეტოქეს ელის, სერბებს კი ისღა დარჩენიათ სანუგეშო ეტაპზე გადაერთონ და პრეზიდენტის თასზე ითამაშონ.

„ბიჭები ოდნავ გადაღლილები ჩანდნენ, რადგან მჭიდრო სათამაშო კალენდარი გვაქვს. მიუხედავად ამისა გამოცდილების ხარჯზე სანუკვარ მიზანს მაინც მივაღწიეთ. რა თქმა უნდა რიგ ეპიზოდებში გვქონდა შეცდომებიც და მათ გამოსწორებაზე უნდა ვიფიქროთ“ – აღნიშნა მატჩის შემდგომ ტუნისელთა გუნდის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მაუდ ბენ ზაიდმა.

„ჩემი გუნდისგან გაცილებით მეტს ველოდი, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც გვინდოდა და დაგეგმილი გვქონდა. ტუნისი ძლიერი გუნდია და ვულოცავ მათ გამარჯვებას“ – განაცხადა სერბთნა გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტეტმა ალექსანდარ სავიჩმა.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017