All for Joomla All for Webmasters

იაპონია მერვედფინალშია

თბილისში მიმდინარე 19 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელბურთში დასკვნითი, მეხუთე ტური B ჯგუფის შეხვედრით გაიხსნა, სადაც იაპონია ალჟირს დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, ამავე ქვეჯგუფში თამაშობს საქართველოს ნაკრებიც, რომელსაც ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი 18:00 საათზე ჩილესთან ელის.

ბოლო ტურამდე იაპონია 4, ალჟირი კი 2 ქულით მოვიდნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს უკვე თავი ქუდში ჰქონდათ და პლეიოფში იყვნენ. აქედან გამომდინარე ამ მატჩს მათთვის მხოლოდ ფორმალური დატვირთვა ჰქონდათ, ხოლო აფრიკელებისთვის კი პირიქით, მერვედფინალში გასასვლელად მათ უცილობლად გამარჯვება.

ესაჭიროებოდათ. ამ შემთხვევაში ისინი საქართველოსთვისაც და მითუფრო ჩილესთვისაც მიუწვდომელნი ხდებოდნენ.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, ალჟირისთვის ორ ქულას თუ რა ჰაერივით საჭირო მნიშვნელობა ჰქონდა მოსალოდნელი იყო, რომ შეხვედრა დაძაბულად ჩაივლიდა. იაპონელებიც და ალჟირელებიც საკმაოზე მეტად ნერვიულობდნენ და ამიტომაც იყო 3 წუთი და 41 წამი გოლის გატანა ვერცერთმა რომ ვერ მაოხერხა.

როგორც იქნა პირველებმა ნავსი იაპონელებმა გატეხეს და მას შემდეგ მეტოქე მუდამ მდევრის როლში ამყოფეს. აზიელებმა პირველი ნახევარი 17:10 მოიგეს და ცხადი გახდა, რომ ალჟირელები ამ მატჩის გადამრჩენლები აღარ იყვნენ. იაპონელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ბოლომდე სპორტული პრინციპის ერთგულნი დარჩნენ და მიუხედავად იმისა, რომ ამ მატჩის შედეგი მათთვის არაფერს წყვეტდა, წყვილში ფავორიტის სტატუსი გაამართლეს და მეტოქეს 29:21 სძლიეს.

ამ გამარჯვებით იაპონელებმა 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. მათი მოწინააღმდეგე მერვედფინალში A ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. რაც შეეხებათ ალჟირელებს, მათ პლეიაუტში გადაინაცვლეს.

ცუტომუ ტოკორო, იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„დაცვით არც ისე კმაყოფილი ვარ, რადგან ბევრი გოლი გავუშვით. რაც შეეხება თავდასხმას მათი მისამართით მხოლოდ საქებარი სიტყვები შემიძლია ვთქვა“

აბდელკრიმ ბეჩკოური, ალჟირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგეთ და მარცხის უმთავრეს მიზეზად ეს მიმაჩნია. იაპონელები სისწრაფეში გვჯობდნენ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017