All for Joomla All for Webmasters

დანიამ მეზობელი სახლში გაუშვა

სკანდინავიურ მატჩში მოულოდნელად დიდი ანგარიშით მოგებულმა დანიამ ბოლო ტურის წინ 5 ქულა დააგროვა და შეგვიძლია ჩავთვალოთ, ერთი ფეხით მერვედფინალშია. დამარცხებულ ნორვეგიას კი დიდი ეჭვი გვაქვს ჩემპიონატის ნაადრევად დატოვება მოუწევს.

ნორვეგიელებს, რომლებსაც მოგების შემთხვევაში ფლეი ოფში გასვლის ჩინებული შანსი ეძლეოდათ, მეორე ტაიმის შუაში ისე აერიათ თამაში, 8 წუთის განვალობაში დანიის კარის მისამართი დაკარგული ჰქონდათ. დარტყმა რაა, ამ დროის მანძილზე მატ კარისკენაც კი არ დაურტყამთ. უტევდნენ, მაგრამ 7-მეტრიანი საჯარიმოს ხაზთან ბურთს მეტოქეს აბარებდნენ. ნორვეგიელთა უხეში შეცდომებით კი კარგად ისარგებლეს მათმა მეზობლებმა, ერთმანეთის მიყოლებით იწყებდნენ სწრაფ კონტრშეტევებს და სწორედ ის რვა წუთიანი მონაკვეთი 7:0 მოიგეს. ეს რამდენიმე წუთი გამოდგა კიდეც კულმინაციური მატჩში, ნორვეგიას ამის შემდეგ თამაშის გადარჩენის შანსი არ მისცემია.

სათქმელია ისიც, რომ 56-ე წუთის შემდეგ მატცში გოლი აღარ გასულა. მთელი ოთხი წუთი გუნდები ერთმანეთს უგოლოდ უტევდნენ. დანიელთა კიდევ გასაგები იყო, მაგრამ ასეთი ინერტული ნორვეგიის ხილვა ბევრს გაუკვირდა. არადა, დანიაზე მეტად გამარჯვება სწორედ ნორვეგია სჭირდებოდა.

მატჩის საუკეთესოებად დანიელთა მხრიდან 8 გოლის გამტანი ემილ იაკობსენი, ხოლო წაგებულთაგან სანდერ სიმონსენი დაასახელეს.

კლაუს ჰანსენი, დანიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენმა გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, განსაკუთრებით შესვენების შემდეგ. დაცვაში ფაქტობრივად უშეცდომოდ ვითამაშეთ.

ჯონი იენსენი, ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: მეორე ტაიმი უშანსოდ წავაგეთ. არ ველოდი ჩვენი ბიჭებისგან ასეთ სუსტ თამაშს. მათ ალბათ პირველ ტაიმს დიდი ენერგია შეალიეს და მეორეში გამოფიტულები იყვნენ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017