All for Joomla All for Webmasters

ტუნისს თავგანწირვა დაუფასდა

რუსეთი და ტუნისი სპორტის სათამაშო სახეობებში ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არასოდეს ყოფილან, მაგრამ D ჯგუფში შექმნილი სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მეხუთე სათამაშო დღის დასკვნითი მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გახლდათ. აქამდე რუსეთი ნაკრები ორი წაგებით და ერთი მოგებით მოვიდა, ტუნისი კი პირიქით.

რუსთის ნაკრები გამარჯვების შემთხვევაში პლეიოფში გასასვლელად დიდ ნაბიჯს გადადგამდა, ტუნისი კი მარცხით საქმეს ირთულებდა, რადგან ნიკოლაი ჩიგარევის შეგირდებს ბოლო ტურში მეტოქედ უსუსტესი მექსიკის ნაკრები ჰყავთ, ხოლო აფრიკელებს გაცილებით მაღალი დონის სერბეთი.

მატჩამდე სპეციალისტები ფავორიტად ტუნისს მიიჩნევდნენ, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აფრიკელები თითქმის მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში იმყოფებოდნენ და პირველად მხოლოდ მეორე ნახევრის 17-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც ანგარიში 25:24 გახადეს. მაქედან მოყოლებული ტუნისს მოწინააღმდეგისთვის წინ გასვლის საშუალება აღარ მიუციათ და საბოლოოდ 31:30 მოიგეს.

ამ გამარჯვებით ტუნისი ჯგუფში 6 ქულას აგროვებს და პლეიოფის საგზურს ინაღდებს, ხოლო რუსები კვლავ 2 ქულის ამარა რჩებიან.

მატჩის საუკეთესოებად რუსთაგან მეკარე მაქსიმ პოპოვი დასახელდა, ტუნისელთაგან კი მოჰამედ დარმოული, რომელმაც მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო.

„მერვედფინალში გასასვლელად უცილობლად მოგება გვესაჭიროებოდა და ბედნიერები ვართ, რომ ეს შევძელით. მატჩი ბოლო წამებამდე დაძაბული იყო და ვერ იტყოდი გამარჯვება ვის დარჩებოდა. დაცვით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ თავდამსხმელებმა მათი შეცდომები გატანილი გოლებით გამოასწორეს. ახლა დავისვენებთ, ძალებს აღვიდგენთ და 1/8 ფინალური დაპირისპირებისთვის მოვემზადებით“

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017