All for Joomla All for Webmasters

ტუნისმა მექსიკას არსენალით გადაურა

ტუნისელი აზალგაზრდები ახლოს იყვნენ ამ ტურნირზე საფრანგეთის რეკორდი მოეხსნათ და მატჩში ყველაზე მეტი გოლი გაეტანათ, მაგრამ ბოლო წუთებზე მოდუნდნენ და ეს საქმე ხვალ-ზეგისთვის გადაედოთ… არადა, რაიდ დედოუის გუნდი პირველ ტაიმში მიღწეული დიდი უპირატესობის მიუხედავდ შესვენების შემდეგ მოედანზე ისეთი დაგეშილი გამოვიდა, იფიქრებდი, საფრანგეთის ბაჰრეინთან გატანილი 42 გოლი მონაგონი იქნებაო. აფრიკელებმა ბოლო 5-7 წუთი „ჩააგდეს“, ერთიანად მოდუნდნენ და გასატანი ვეღარ გაიტანეს. ტუნისელებმა ტაიმი 16:8 მოიგეს, მეორე ტაიმი კი 21:11. აუცილებლად აღსანიშნია, რომ მექსიკელთა კარში ბურთი ყველა ტუნისელმა ხელბურთელმა გაიტანა, ცხადია, მეკარეების გარდა. სულ ტუნისელებმა მექსიკელთა 19-ის წილ 37 გაიტანეს.

მატჩის საუკეთესოდ ტუნისელთაგან მარცხენა გარემარბი აჰმედ ვანოური, ხოლო მექსიკელთაგან მარცხენა ინსაიდი ფრანსის ესკუეირა აპოდაკა დაასახელეს.

ალდერეტე კამარილო, მექსიკის ნაკრების მწვრთნელი: პირველი ტაიმი და მეორეს საწყისი ხუთი წუთი თითქმის თანაბარი თამაში იყო, თუმცა შემდეგ ტუნისელებმა მთელი თავისი არსენალი გამოიყენეს, რასაც ჩვენმა ბიჭებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. ვეცდებით დღვანდელი შეცდომები მომავალში გამოვასწოროთ.

რაიდ დედოუი, ტუნისის ნაკრების მწვრთნელი: მეტოქის პატივისცემის მიუხედავად თავს უფლება მივეცი და დღეს რამდენიმე ახალი ტაქტიკური მონახაზი გამოვიყენეთ. შედეგად ბევრი გოლი გავიტანეთ და რაც მთავარია, გავიმარჯვეთ.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017