All for Joomla All for Webmasters

სლოვენიამ რუსეთი გატეხა

მესამე ტური უკვე ის სტადიაა ჯგუფურ ეტაპზე ბევრი რამ რომ უნდა გამოიკვეთოს და როგორც პლეი-ოფში გამსვლელი, ასევე შინ მიმავალი გუნდები გამოჩნდეს. ამიტომაც იყო, 11 აგვისტოს, დღის გახსნითი მატჩი რუსეთსა და სლოვენიას შორის ნერვულად რომ დაიწყო. ორივე გუნდის მოთამაშეები მშვენივრად უწყოდნენ თუ რა უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი მატჩი იყო მათთვის სატურნირო თვალსაზრისით და უხეშობით გაჯერებული უშეღავათო ბრძოლა გააჩაღეს.

პარკეტს მიღმა, სათადარიგო სკამთან კი ადგილს ვერც მწვრთნელები პოულობდნენ. განსაკუთრებით ბოლთას რუსთა დამრიგებელი ნიკოლაი ჩიგარევი სცემდა და საკუთარ მოთამაშეებს მთელი მატჩის მანძილზე ტუქსავდა.

პირველად მოხდა, რომ რუსებმა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე საწყისი მონაკვეთი მოიგეს, თუმცა იგივე შემართებით ვეღარ გააგრძელეს, სლოვენიელებმა კი პირიქით თამაშის ხარისხი გამოასწორეს და ტაიმიც 5 ბურთიანი სხვაობით, 14:9 მოიგეს.

იმთავითვე ნათელი იყო, რომ ამ მატჩში გოლების წვიმა არ იქნებოდა. დიდი შეტევი პოტენციალით არცერთი ნაკრები გამოირჩევა, მაგრამ ძირითადი ფაქტორი ალბათ მაინც ის დაძაბული მუხტი იყო, რაც ამ მატჩს თან ახლდა.
ასეა თუ ისე, სლოვენიამ პრინციპული დაპირისპირება 26:21 მოიგო და ჰაერივით საჭირო ორი ქულა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშეებად ვიქტორ დოლინინი (რუსეთი) და გასპერ ჰორვატი (სლოვენია) აღიარეს.

იანეც კლემენჩიჩი, სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:
„გვჯეროდა, რომ მოგება შეგვეძლო და გუნდი ამისთვის ფსიქოლოგიურად კარგად განვაწყვე. მართალია, დღეს შეტევაში ბევრი რამ არ გამოგვდიოდა, თითქოს სტარტზეც შეშინებული ვთამაშობდით, მაგრამ მიუხედავად ამისა უმნიშვნელოვანესი ორი ქულის მოპოვება მაინც მოვახერხეთ“.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017