All for Joomla All for Webmasters

რამ გაყინა პოლონეთი?

… მიველ, ვნახე, ხორვარტია

ხორვატებმა თავიანთი შეუპოვარი, მებრძოლი ხასიათი ერთხელაც გამოავლინეს და პოლონეთთან შესვენებამდე ფაქტობრივად უიმედოდ წაგებული თამაში, შესვენების შემდეგ ისე შეატრიალეს, ქომაგი აღაფრთოვანეს.

პირველი ტაიმი ხორვატიის ნაკრებმა 12:20 დათმო, თანაც ისე, მატჩის შემბრუნებლისა არაფერი ეტყობოდა. არა, პირველი ნახევარი საათის შემდეგაც ჰქონდათ ხორვატებს „გამონათებები“, მაგრამ ეს მათთვის სანუგეშოს ვერაფერს მოასწავებდა… არადა, თურმე სად ხარ.

განახლდა შესვენების შემდეგ მატჩი და ხორვატებიც მოედანზე სხვა გუნდად წარსგდნენ. ისინი მსწრაფლ ეკვეთნენ მეტოქეს და ასევე მსწრაფლ იწყეს გოლების გატანა. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და მატჩის მე-40 წუთისთვის ტაბლოზე პოლონელთა სასარგებლო მხოლოდ ორბურთიანი უპირატესობა ფიქსირდებოდა. კიდევ ხუთი წუთიც და… 30:28 უკვე ხორვატების სასარგებლოდ. 28-ე ბურთი პოლონელებმა შეხვედრის 39 წუთზე გაიტანეს და მატჩის დამთავრებამდე დარჩენილი 11 წუთი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა – ხორვატია! პოლონეთი 28-ზე გაიყინა.

მატჩის საუკეთესოდ ხორვატებისგან ივან მარტინოვიჩი დაასახელეს, პოლონეთიდან კი მეკარე მერეკ ბარტოშიკი, ვისი დამსახურება არის კიდეც, რომ პოლონეთმა მატჩი მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით რომ დათმო – 28:33.

ამ შთამბეჭდავი გამარჯვებითა და მოპოვებული ორი ქულით ხორვატებმა მერვედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, პოლონეთის კი ფლეი ოფი ამ მატჩამდეც თითქმის განაღდებული ჰქონდა.

მიხალ სკორსკი, პოლონეთის ნაკრების მწვრთნელის თანაშემწე: თავადაც გაკვირვებული ვარ. არ ვიცი გუნდზე შესვენების შემდეგ რამ იმოქმედა, ფაქტი კია, ასეთი ცუდი ხელბურთი ჩვენ კარგა ხანია არ გვითამაშია. არადა შესვენებამდე თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ბიჭებს ყველაფერი გამოსდიოდათ.

ლუკას პანზა, ხორვატიის ნაკრების მწვრთნელი: ჩვენ მეორე ტაიმში ვითამაშეთ ის ხელბურთი, როგორიც უნდა გვეთამაშა აქამდე და უნდა ვითამაშოთ დღეის შემდეგ. შესვენებაზე ბიჭებს რა დავალებაც მივეცი, თითქმის ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შესრულდა. მადლობა ბიჭებს.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017