All for Joomla All for Webmasters

ალჟირი საქართველოსკენ

ალჟირი პირველ ტურში საქართველოსთან ხომ დამარცხდა და აგერ ახლა, აფრიკელებმა ჩილეს დამარცხებით კიდევ ერთხელ გააკეთეს საჩვენო საქმე. ალჟირთან წაგებით სამხრეთამერიკელებმა ფაქტობრივად დაკარგეს ჯგუფიდან გასვლის შანსი. ისინი იაპონელების დამმარცხებლები არ არიან, აქიდან გამომდინარე კი ბოლო ტურში ჩვენებთან სათამაშოდ, სავარაუდოდ, უმოტივაციოდ გამოვლენ.

არადა, ჩილე ალჟირთან მთელი პირველი ტაიმი ლიდერობდა და თითქოს მათი მოგებაც გარდუვალი ჩანდა, მაგრამ ტაიმის ბოლოს დაშესვენების შემდეგ ალჟირმა ტემპს საგრძნობლად მოუმატა, უფრო გონივრულად და აგრესიულად ათამაშდა და სასურველ შედეგსაც მიღწია. შესვენებამდე ჩილე ოთხბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ სხვაობის შენარჩუნება ვეღარ მოახერხა – ალჟირმა აბელ ფოდილის კარგი თამაშით სამი გოლი ზედიზედ გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ალჟირი სამი ბურთით დაწინაურდა, ჩილემ ანგარიში მალევე კი გაათანაბრა, მაგრამ ალჟირი აღარ მოეშვა. თამაში ფაქტობრივად ქულა-ქულაში გაგრძელდა, სულ ბოლო წუთზე კი ალჟირს მეტად გაუმართა და საბოლოო გამარჯვებაც 33:32 მათ დარჩათ.

ალჟირიდან საუკეთესოდ უკვე ნახსენები ინსაიდი აბელ ფოდილი დაასახელეს, სამხრეთამერიკელთაგან კი ბარერა დე ლა ბაუმანი.

Sponsors

Georgian National Handball Federation . 2017