ასაკობრივი კატეგორია
19 წლამდე. ტურნირში მონაწილეობენ 1998 წლის 1 იანვარს და გვიან დაბადებული სპორტსმენები, ოღონდ, მოთამაშე ტურნირის დაწყებისთვის (8 აგვისტო) უკვე უნდა იყოს 15 წლის

ქულების ტოლობა ჯგუფური ტურნირის დროს
ჯგუფურ ტურნირზე მოგება ფასობს 2 ქულად, ფრე – 1 ქულად. თუ რამდენიმე გუნდმა თანაბარი ქულა დააგროვა, კლასიფიკაცია შემდეგი კრიტერიუმებით მოხდება: 1) თანაბარქულიანი გუნდების მატჩებში დაგროვილი ქულები 2) ბურთების სხვაობა თანაბარქულიანი გუნდების მატჩებში 3) თანაბარქულიანი გუნდების მატჩებში გატანილი გოლები

თუ ეს მაჩვენებლები თანაბარია, მაშინ ასეთი გუნდებისთვის შედარდება: 1) ბურთების სხვაობა ყველა მატჩში 2) ყველა მატჩში გატანილი გოლი

თუ ესეც თანაბარია, გაიმართება წილისყრა

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსის პრიორიტეტი სატურნირო ცხრილში აისახება მხოლოდ ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ. ტურნირის მსვლელობისას, მიმდინარე ცხრილში, თანაბარქულიანი გუნდები დალაგებული იქნებიან უკეთესი ბურთების სხვაობისა და  შემდეგ – მეტი გატანილი გოლის მიხედვით.

ჯგუფური ტურნირის შემდეგ თითო ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო გუნდი გადის მერვედფინალში, ჯგუფებში მე-5 ადგილზე გასული გუნდები თამაშობენ პრეზიდენტის თასზე მე-17 ადგილისთვის, მე-6 ადგილზე გასული გუნდები – პლეიოფს 21-24 ადგილებისთვის.

მერვედფინალში დამარცხებული გუნდები ითამაშებენ საკლასიფიკაციო მატჩებს 9-16 ადგილებისთვის, ხოლო მეოთხედფნალში წაგებულები – პლეიოფს 5-8  ადგილებისთვის

ნოკაუტ სისტემა
მედვედფინალის, მეოთხედფინალის, ნახევარფინალებისა და ფინალებისთვის:

ძირითადი დროის (60 წთ) ფრედ დამთავრების შემთხვევაში  ინიშნება 2 დამატებითი 5-წუთიანი ტაიმი. თუ ისევ ფრეა – მეორე ოვერტაიმი (5×5 წთ). თუ 80 წუთის შემდეგ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ინიშნება შვიდმეტრიანების სერია, ე.წ. შუთაუტი (5-5 დარტყმა და შემდეგ – თითო, გამარჯვებულის გამოვლენამდე).

პლეიოფის ყველა სხვა მატჩში (17-24, 9-16, 5-8 ადგილებისთვის) – ძირითადი დროის შემდეგ პირდაპირ შუთაუტი ინიშნება

დაწყვილება 9-16 ადგილების საკვალიფიკაციო მატჩებისთვის
მერვედფინალში დამარცხებული გუნდები დაწყვილდებიან საკლასიფიკაციო მატჩებისთვის. ეს 8 გუნდი დალაგდება ჯგუფურ ტურნირზე, 1-4 ადგილზე გასულ გუნდებს შორის დაგროვილი ქულების მიხედვით (თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი იქნა, ამ 3 მატჩში უკეთესი ბურთების სხვაობით, შემდეგ – მეტი გატანილი გოლით და ბოლოს – წილისყრით). შესაბამისად,  ამ კლასიფიკაციაში 1-2 ადგილზე გასული გუნდები 17 აგვისტოს ითამაშებენ 9-10 ადგილებისთვის და ასე შემდეგ – 11-12, 13-14 და 15-16 ადგილებისთვის.

მოთამაშეების შეცვლა
8 ივლისისთვის 24 მონაწილე გუნდმა უნდა გამოაცხადოს ვრცელი, 28 მოთამაშიანი სია. ამ სიიდან უშუალოდ შეჯიბრების წინ, 7 აგვისტოს, განაცხადში შევა 16 ხელბურთელი. ტურნირის განმავლობაში შეიძლება 3 ცვლილება, ოღონდ მხოლოდ 2 ახალი მოთამაშის დამატება 28-კაციანი სიიდან (შესაძლებელია ორის შეცვლა და ერთი გამოცვლილის უკან დაბრუნება