საქართველომ პირველი ნაბიჯები ხელბურთში 1920 წელს გადადგა. პირველი ქართული კლუბი რომელიც სსრკ ს ჩემპიონი გახდა 1962 წელს იყო ქარიშხალა. 1964ში მეორედ იჩემპიონეს, დაიკავეს მეორე ადგილი სამჯერ (1965,1966,1967), და ოთხჯერ მესამე ადგილი (1963,1977,1980,1981). 1978ში მათ აღმართეს თასი.

ამ წლებში მსოფლიო დონის მოთამაშეები (ჯემალ ცერცვაძე, იმედო ფხაკაძე, ანზორ ექსეულიძე, ჯემალ აბაიშვილი) მუდმივად თამაშობდნენ მსოფლიო ჩემპიონატებს სსრკ ს გუნდში.

უფრო მოგვიანებით ალექსანდრე ანპილოგოვი გახდა მსოფლიოს მიერ აღიარებული ხელბურთის ვარსკვლავი, ოლიმპიური (1976) და მსოფლიო ჩემპიონი (1982), ორგზის ვერცხლის მედალის პრიზიორი (1978 – მსოფლიო, 1980 – ოლიმპიადა).

1992 წლიდან საქართველო საერთაშორისო ხელბურთის ფედერაციის წევრია და მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო შეჯიბრებებში.

90იანების საქართველოში დაძაბული სიტუაცია იყო – შიდა და გარე კონფლიქტები, სამოქალაქო ომები და ა.შ. ამ ყველაფერმა უარყოფითი გავლენა მოახდინა სპორტის განვითარებაზე. მაგრამ 21ე საუკუნის დასაწყისში სიტუაცია დასტაბილურდა, საქართველო დემოკრატიული ქვეყანა გახდა და მისმა ეკონომიკამ განვითარება დაიწყო. მრავალი კვლევის თანახმად საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთერთი მოწინავეა კრიმინალის დაბალი დონით, მოქალაქეების უსაფრთხოებით და ბიზნესის დაწყების სიმარტივით.

ხელბურთმა და სპორტის სხვა სახეობებმა გამოცოცხლება დაიწყეს.