24 ფინალისტი გუნდი ასე შეირჩა

საქართველო, როგორც ტურნირის ორგანიზატორი. საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მოიპოვა IHF კონგრესის გადაწყვეტილების შემდეგ 2013 წლის ნოემბერში, დოჰაში, ყატარი.

8 ადგილი განაწილდა წინა მსოფლიო ჩემპიონატის შედეგების მიხედვით.

2015 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი, 7-20 აგვისტო 2015, რუსეთში. შედეგები:
1.
საფრანგეთი 2. სლოვენია 3. ისლანდია 4. ესპანეთი 5. შვედეთი 6. ნორვეგია 7. დანია 8. ბრაზილია –
9. შვეიცარია 10. უნგრეთი 11, რუსეთი 12. სერბეთი 13. კორეა 14. ხორვატია 15. ეგვიპტე 16. ტუნისი 17. გერმანია 18. ყატარი 19. პოლონეთი 20. იაპონია 21. არგენტინა 22. ვენესუელა 23. ალჟირი 24. ჩილე

ევროპამ, რომელსაც მეოთხედფინალში 7 მონაწილე ჰყავდა, მიიღო 7 ადგილი და ამერიკამ – 1.
ეს 8 ადგილი გათამაშდა კონტინენტურ ჩემპიონატებზე, ისევე როგორც დანარჩენი საგზურები რეგიონული კვოტების მიხედვით.

ევროპის 18წ ჩემპიონატი, 11-20 აგვისტო 2016, ხორვატიაში. 1. საფრანგეთი 2. ხორვატია 3. გერმანია 4. სლოვენია 5. დანია 6. ესპანეთი 7. ისლანდია – 8. სერბეთი – 9. შვედეთი 10. პორტუგალია 11. რუსეთი  – 12. ნორვეგია – 13. პოლონეთი 14. შვეიცარია 15. ჩეხეთი 16. სლოვაკეთი

პირველ 7 ადგილზე გასულმა ქვეყანამ მიიღო საგზური წინა მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული რეგიონული შედეგის მიხედვით, მერვე ადგილზე გასულმა სერბეთმა მიიღო დამატებითი საგზური მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის კონტინენტისთვის; 9-11 ადგილებზე გასულებმა (შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი) მიიღეს ევროპული ზონის 3 საგზური, ხოლო მე-12 ადგილზე გასულმა ნორვეგიამ, როგორც პირველმა სარეზერვო ქვეყანამ ევროპიდან, მიიღო საგზური, როგორც ოკეანეთის ზონის გამარჯვებულის შემცვლელმა

ამერიკის 19წ ჩემპიონატი, 17-23 აპრილი 2017, ჩილე. 1. არგენტინა – 2. ბრაზილია – 3. ჩილე 4. ვენესუელა 5. მექსიკა – 6. ურუგვაი 7. კანადა 8. პარაგვაი 9. კოსტა რიკა 10. პუერტო რიკო 11. აშშ

არგენტინამ მიიღო საგზური წინა მსოფლიო ჩემპიონატზე რეგიონის მიერ ნაჩვენები შედეგისთვის (მე-8 ადგილი), ბრაზილიამ – დამატებითი საგზური როგორც მეორე საუკეთესო რეგიონის წარმომადგენელმა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო ჩილემ, ვენესუელამ და მექსიკამ აითვისეს 3 რეგიონული კვოტა.

3-3 საგზური გათამაშდა აზიისა და აფრიკის კონტინენტურ ჩემპიონატებზე.

აზიის 18წ ჩემპიონატი, 27 აგვისტო – 7 სექტემბერი 2017, ბაჰრეინი. 1. ბაჰრეინი 2. იაპონია 3. კორეა – 4. ყატარი 5. საუდის არაბეთი 6. ერაყი 7.უზბეკეთი 8. ჩინეთი 9. ჰონკონგი (ირანმა არ ითამაშა)

აფრიკის 18წ ჩემპიონატი, 2-9 სექტემბერი 2017, მალი. 1. ტუნისი 2. ეგვიპტე 3. ალჟირი – 4. დრ კონგო 5. მაროკო 6. გვინეა 7. რუანდა 8. მალი

ფინალური ტურნირის წილისყრა გაიმართა ბაზელში, შვეიცარია, 2017 წლის 10 მაისს.
წილისყრის წინ 24 გუნდი, მსოფლიო და რეგიონული რეიტინგების მიხედვით განაწილდა 6 კალათად.

1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია
2 კალათი: დანია, ესპანეთი, გერმანია, სლოვენია
3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი
4 კალათი: პორტუგალია, ჩილე, ბაჰრეინი, ტუნისი
5 კალათი: რუსეთი, ვენესუელა, იაპონია, ეგვიპტე
6 კალათი: ნორვეგია, მექსიკა, კორეა, ალჟირი

1-3 კალათებში მოხვდ რეიტინგის 11 მოწინავე ქვეყანა და საქართველო, როგორც მასპინძელი. 4, 5 და 6 კალათებში განაწილდა 4 რეგიონული კონფედერაციის თითო გუნდი, იმისათვის რომ მე-4-6 პოზიციებზე ერთ ჯგუფში არ მოხვედრილიყო ერთი კონტინენტის ერთზე მეტი ქვეყანა. საქართველოს ფედერაციას უფლება ჰქონდა აერჩია სასურველი ჯგუფი მას შემდეგ, რაც გაიმართა  1-2 და 4-6 კალათების წილისყრა.