ტურნირის ისტორია
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ქალთა და კაცთა მსოფლიო ჩემპიონატების გარდა ატარებს კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატს – ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ასაობრივ კატეგორიებში (კაცებში ასაკობრივი ზღვარია 21 და 19 წელი, ქალებში – 20 და 18).

კაცებში ახალგაზრდული, 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი იმართება 1977 წლიდან, ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 2005 წლიდან, ყოველ კენტ წელიწადს იმართება ჭაბუკთა, 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატიც. 2005 წელს, ყატარში, პირველ ჩემპიონატზე 10 გუნდი თამაშობდა, 2007 წელს, ბაჰრეინში – 16, 2009 და 2011 წლებში, ტუნისსა და არგენტინაში 20 მონაწილე იყო, ხოლო 2013 წლის ტურნირი უნგრეთში და 2015 წლის ჩემპიონატი, რუსეთში, უკვე 24 გუნდს შორის გაიმართა. მსოფლიო ჩემპიონები იყვნენ: 2005 – სერბეთი და მონტენეგრო, 2007, 2011, 2013 წლებში – დანია, 2009 წელს – ხორვატია, 2015 წელს – საფრანგეთი

წელი მასპინძელი გუნდების რაოდ.
1 2 3 4
2005 ყატარი 10 სერბეთი & მონტ.
კორეა ხორვატია დანია
2007 ბაჰრეინი 16 დანია ხორვატია შვედეთი არგენტინა
2009 ტუნისი 20 ხორვატია ისლანდია შვედეთი ტუნისი
2011 არგენტინა 20 დანია ესპანეთი შვედეთი საფრანგეთი
2013 უნგრეთი 24 დანია ხორვატია გერმანია ესპანეთი
2015 რუსეთი 24 საფრანგეთი სლოვენია ისლანდია ესპანეთი
2017 საქართველო 24